ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა
ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ბიბისის“ ცნობით, 7 ოქტომბრიდან დღემდე ღაზის სექტორში დაშავებულია 14 245 ადამიანი.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 266 პალესტინლელი დაიღუპა, მათ შორის 117 ბავშვია.