ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა თელ ავივში აქცია გამართეს. ისინი შეთანხმების სასწრაფოდ გაფორმებას ითხოვდნენ, რაც მძევლების გათავისუფლებას უნდა ითვალისწინებდეს.
მომიტინგეები მსვლელობისას სკანდირებდნენ და სთხოვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეერთებული შტატების კონგრესში დღეს დაგეგმილ სიტყვით გამოსვლაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადოს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, ისრაელში რამდენიმე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. კონგრესში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.