ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით ვაშინგტონში გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა [ვიდეო]

ვაშინგტონში, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის ოფისთან ათასობით დემონსტრანტი ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით შეიკრიბა.

პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციელებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დემონსტრანტებთან შეტაკებებისას, სულ მცირე, ექვსი პოლიციელი დაშავდა.

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაკავებული.

„ამჟამად ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ დაახლოებით 150 ადამიანის დასაკავებლად, რომლებიც პროტესტის უკანონო და ძალადობრივ  ფორმას მიმართავენ. ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. გთხოვთ, მოერიდოთ ამ ტერიტორიას“, – აღნიშნულია აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებაში „ტვიტერზე“.