ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა

17:49, 18.06.2025

11 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად.

ისრაელის თავდაცვის ძალებში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ისრაელის მხარე ღაზის სექტორში გასულ ღამეს ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 85 სატვირთო ავტომანქანის შესვლის შესახებ იუწყება.

მსგავსი