ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა
ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.

შემთხვევა დასავლეთ რაფაჰში, ღაზის ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ახლოს მოხდა.

ამასთან, ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში 13 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.