ღაზაში დღის განმავლობაში ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა
ღაზაში დღის განმავლობაში ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე დიდი რაიონების მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორშაბათს ისრაელის დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათი ზეიტუნში და 13 ქალაქ ღაზის სამხრეთ-დასავლეთით. ექიმების თქმით, 13-დან უმეტესობა ცეცხლსასროლ იარაღს ემსხვერპლა.
ქალაქ ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები, ბავშვები და ადგილობრივი ჟურნალისტი.
ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა.