ღაზაში აცხადებენ, რომ ღამით ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 35 პალესტინელი დაიღუპა

11:20, 11.06.2025

ღამით ისრაელის იერიშის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 35 პალესტინელი დაიღუპა, – ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს. ისრაელის თავდასხმის გამო კიდევ ათი ადამიანი დაიღუპა ანკლავის სამხრეთით, ხან იუნისზე მიტანილი იერიშის შედეგად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი პროგრესია“ მიღწეული ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში, სულ მცირე, 55 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

მსგავსი