ღაზაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ისრაელის თავდასხმის შედეგად 81 პალესტინელი დაიღუპა

13:30, 29.06.2025

ღაზაში გასულ 24 საათში 81 პალესტინელი დაიღუპა. როგორც „ბიბისის“ „ჰამასის“ მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განუცხადა, დაშავებულია 400-ზე მეტი ადამიანი.

ერთ-ერთი სამიზნე სტადიონი იყო. როგორც ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებმა და თვითმხილველებმა განაცხადეს, სტადიონის ტერიტორიაზე კარვები იყო გაშლილი.

ისრაელის სამხედრო ძალებში კი განაცხადეს, რომ არ არიან ინფორმირებულები დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებების შესახებ, გარდა იმ ეჭვმიტანილი პირისა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ისრაელელ სამხედროებს.

მსგავსი