ღაზას სექტორთან ფერმერი მამაკაცი მოკლეს
ღაზას სექტორთან ფერმერი მამაკაცი მოკლეს

ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორთან ასაკოვანი პალესტინელი მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 59 წლის ფერმერი საკუთარ ნაკვეთში მუშაობდა.

სამხედროების განმარტებით, მამაკაცი აკრძალულ ზონას მიუახლოვდა და გაფრთხილებაზე რეაგირება არ ჰქონია. ამის გამო, მათ ჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, შემდეგ კი მის გასანეიტრალებლად, მიზანში ამოიღეს.