ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 14 ბავშვი და სამი ქალია.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 320 ადამიანია დაშავებული.

ღაზას სექტორის სამხედრო დაჯგუფებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელის აგრესიას შესაბამისად უპასუხებენ და ნებისმიერ ფასად წინააღმდეგობას არ შეწყვეტენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ქალაქებში-ღაზასა და ხან იუნისში „ჰამასის“ სამხედრო ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრია ლიკვიდირებული.

ისრაელში ამბობენ, რომ „ჰამასის“ ლიდერების ლიკვიდაცია სამხედრო ჯგუფების მხრიდან ახალ თავდასხმებს გამოიწვევს.