ღაზას სექტორში დაპირისპირებისას 54 პალესტინელი დაშავდა

02:12, 13.01.2018

დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად 54 პალესტინელი დაშავდა. ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით, შეტაკებებში 20 სხვადასხვა ადგილას საერთო ჯამში 2 000-მდე პალესტინელი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა ისრაელის პოლიციას და ჯარისკაცებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

გავრცელებული ცნობით, იმ ადგილებში, სადაც ჯარისკაცებს და სასაზღვრო ობიექტებს განსაკუთრებული საფრთხე შეექმნა, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ჰაერში გაისროლეს.

დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი