ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ისრაელის საავიაციო და საარტილერიო შეტევის დროს სხეულის დაზიანება 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ისრაელში აცხადებენ, რომ არაბულ ანკლავში მსხვერპლი ძირითადად ტერორისტული ჯგუფების რიგებშია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორის წინააღმდეგ კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა, რომლის ფარგლებში, 160-მდე სამხედრო თვითმფრინავმა ერთდროული იერიში მიიტანა „ჰამასის“ გვირაბების ქსელზე. საავიაციო შეტევის დროს, რომელიც 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა 150 სამიზნის წინააღმდეგ 450 რაკეტა გამოიყენეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის წინააღმდეგ ასევე იერიში მიიტანეს არტილერიით და ტანკებით.