ღაზას სექტორის შეიარაღებული ჯგუფები ადგილობრივი დროით 15:30 წუთიდან რაკეტების გაშვებას შეწყვეტენ
ღაზას სექტორის შეიარაღებული ჯგუფები ადგილობრივი დროით 15:30 წუთიდან რაკეტების გაშვებას შეწყვეტენ. პალესტინური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ღაზას სექტორში ეგვიპტისა და გაერო-ს თხოვნის საფუძველზე მიიღეს.
ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე 14 ნოემბერს ეგვიპტისა და გაერო-ს დელეგაციები ისრაელში და ღაზას სექტორში ჩავლენ. დაპირისპირების გამო, ღაზას სექტორის მოსაზღვრე რაიონებში საცხოვრებელი 150-ზე მეტმა ოჯახმა დატოვა.
ღაზას სექტორში აცხადებდნენ, რომ ისრაელმა სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელის მიმართულებით რაკეტებს დღესაც უშვებდა.
ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ დაზვერვის ოფისი და რადიკალური მოძრაობის კონტროლირებული ტელევიზიის შენობა დაბომბა. საერთო ჯამში ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ღაზას სექტორში შეტაკებების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი, ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.