ღამით რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა, დაშავებულია ათი ადამიანი
ღამით რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა, დაშავებულია ათი ადამიანი

ღამით რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა, დაშავდა ათი ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ხანძარი გაჩნდა კერძო სახლებში, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ჯამში, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 62 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან 40 „შაჰედი“ იყო.