გერტ იან კოპმანი – შესანიშნავი დისკუსია მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ქვეყნის პროგრესზე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით

23:33, 19.07.2023

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„შესანიშნავი დისკუსია მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს პროგრესზე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ევროკომისია მიესალმება საქართველოს ინტერესს შემდეგი კვირების განმავლობაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად. ამას ერთად განვიხილავთ თბილისში, მომავალ თვეში“, – წერს გერტ იან კოპმანი.

მსგავსი