გერმანულმა მხარემ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან გერმანული ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით მიმართა [ფოტო]
გერმანულმა მხარემ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან გერმანული ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით მიმართა [ფოტო]

გერმანულმა მხარემ საქართველოს თხოვნით მიმართა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან გერმანული ჯარების გამოყვანის პროცესში მხარდაჭერის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების გავლის შედეგად, გადაწყდა დროებითი რეგიონალური სატრანზიტო ჰაბის მოწყობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მათივე ინფორმაციით, ივნისის დასაწყისიდან, თბილისის აეროპორტში განთავსდა 60-მდე პერსონალი და გერმანიის საჰაერო ძალების კუთვნილი A400M ტიპის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი, რომელთა საშუალებით მოხდა ტვირთისა და პერსონალის გადმოყვანა მაზარ-ი-შარიფიდან თბილისში და შემდეგ გერმანიაში ტრანსპორტირება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ერთი თვის განმავლობაში, ჯამში 2000-მდე სამხედროსა და სამოქალაქო პირის ტრანსპორტირება მოხდა. ასევე, ოპერაციის ფარგლებში ავღანეთიდან ტყვია-წამალი და სამხედრო აღჭურვილობა გამოიტანეს. საქართველომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო-სატრანზიტო ოპერაციაში პირველად მიიღო მონაწილეობა.

როგორც საქართველოს პირველ არხს გერმანიის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ოლაფ ველერმა განუცხადა, ეს არის გარკვეულწილად გერმანიისა და საქართველოს ძალებს შორის კარგი თანამშრომლობის დასასრული.

„ჩემი აზრით, ეს არის მეორე ნაწილი ჩვენი თანამშრომლობისა, რომელიც ჯერ კიდევ ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის განთავსებით დავიწყეთ. ის, რაც აქ ვიხილეთ, არის ქართული ძალების ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით ჩვენი მიზნის მიღწევას და ჩვენი მისიის შესრულებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ჩემი მხრიდან.” ოპერაციის წარმატებით განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. აღნიშნულ ოპერაციაში საქართველოს ჩართულობა უსაფრთხოების სფეროში გერმანულ-ქართული თანამშრომლობის მორიგი გაგრძელებაა. ვინაიდან, ქართული კონტინგენტი ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა და მის მთავარ დავალებას სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო“, – განაცხდა ოლაფ ველერიმ.