გერმანულმა არხებმა რუსეთში კომენტატორები არ გაგზავნეს
გერმანულმა არხებმა რუსეთში კომენტატორები არ გაგზავნეს

მთავარმა გერმანულმა ტელეარხებმა – ARD-მ და ZDF-მა რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე საფეხბურთო კომენტატორები არ გაგზავნეს.

ორივე არხის ხელმძღვანელობამ ამგვარი გადაწყვეტილება პოლიტიკური მოსაზრებებით მიიღო და ერთგვარად, მხარი დაუჭირა რუსული მუნდიალის წინააღმდეგ პროტესტს.

ასევე გაითვალისწინეს სიტუაცია ჟურნალისტ ჰაიო ზეპელტთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილია რუსული სპორტის წინააღმდეგ თავისი სადოპინგო გამოძიებებებითა და მხილებებით.
გერმანიის ნაკრები კვირას ჩაერთო ჩემპიონატში – პირველი ტურის მატჩი 0:1 მექსიკასთან დათმო.