გერმანული მედია - ირანში ომის გამო გერმანიაში წელს, შესაძლოა, 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გაუქმდეს
გერმანული მედია - ირანში ომის გამო გერმანიაში წელს, შესაძლოა, 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გაუქმდეს

გერმანული კერძო მაუწყებლის, NTV-ს ინფორმაციით, ირანში ომის გამო გერმანიაში წელს, შესაძლოა, 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრეს.

„ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გერმანიაზე და. ამასთან, აშშ-ის სავაჭრო ომი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან“, – განაცხადა მილო ბოგაერტსმა, საკრედიტო სადაზღვევო კომპანიის, Allianz Trade-ის ხელმძღვანელმა.

ამასთან, კომპანიის პროგნოზით, გერმანიაში კრედიტის გადახდისუნარიანობის შესაძლებლობის არქონის რიცხვი წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტით გაიზრდება, რაც 14 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება, ეს კი კომპანიებს აიძულებს, სამუშაო ადგილები შეამცირონ.

საერთო ჯამში, Allianz Trade-ი ელოდება, რომ მსოფლიოში კორპორატიული გადახდისუუნარობა გლობალურად ექვსი პროცენტით გაიზრდება, რაც გერმანიასთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპით მოხდება.