გერმანული მედიის ინფორმაციით, ლაიფციგის აეროპორტიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
გერმანული მედიის ინფორმაციით, ლაიფციგის აეროპორტიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ავიარეისი ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა.

როგორც გერმანული პრესა წერს, დეპორტირებულთაგან 26 თავშესაფარს საქსონიაში ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო. დანარჩენებს თავშესაფრის მიღება გერმანიის სხვადასხვა მიწაზე სურდათ.

აღსანიშნავია, რომ შარშან მხოლოდ საქსონიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია სპეციალური ჩარტერით 3-ჯერ განხორციელდა.