გერმანული მედიის ცნობით, პოლიცია ინტერნეტში სიძულვილის ენისა და წაქეზების, მათ შორის პოლიტიკოსების შეურაცხყოფაზე ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ოპერაციას ატარებს
გერმანული მედიის ცნობით, პოლიცია ინტერნეტში სიძულვილის ენისა და წაქეზების, მათ შორის პოლიტიკოსების შეურაცხყოფაზე ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ოპერაციას ატარებს

გერმანიის პოლიცია ინტერნეტში სიძულვილის ენისა და წაქეზების, მათ შორის პოლიტიკოსების შეურაცხყოფის გამო ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ოპერაციას ატარებს.

სისხლის სამართლის ფედერალური ოფისის (BKA) ხელმძღვანელობით, 170-ზე მეტი ჩხრეკა და სხვა ქმედება მიმდინარეობს.

ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

მედიის ცნობით, ჩხრეკა, დაკითხვა და პირების იდენტიფიცირების ღონისძიებები 16-ვე ფედერალურ მიწაზე ტარდება, თუმცა დაკავებები არ იგეგმება. ყურადღება გამახვილებულია ინტერნეტში მემარჯვენე ექსტრემისტული განცხადებების ავტორებზე, ზოგიერთ შემთხვევაში საუბარია ექსტრემისტულ რელიგიურ პოსტებსა და მემარცხენე განცხადებებზე.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე ოპერაციას ერთდროულად ატარებს ბილეფელდის, ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, გელზენკირხენის, ჰაგენის, კიოლნის და მიუნსტერის პოლიცია.

როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ როილმა განაცხადა, „ცოფრულ წამქეზებლებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამოეფარონ თავიანთ მობილურ ტელეფონებს ან კომპიუტერებს“. მისი თქმით, ბევრმა დაივიწყა „სიძულვილსა და აზრის გამოხატვას შორის განსხვავება“.

მედიის ცნობით, სისხლის საქმეთა ფედერალური ოფისი ინტერნეტში სიძულვილის წამქეზებელთა წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციებს, რამდენიმე წელია, ატარებს. მაისში უწყებაში განაცხადეს, რომ 2024 წელს გერმანიაში სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველ პოსტებთან დაკავშირებული 10 732 დანაშაული დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 34 პროცენტით მეტია, 2021 წელთან შედარებით კი – ოთხჯერ მეტი.