გერმანული მედიის ცნობით, გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რიცხვი გაიზარდა, წელს ყველაზე მეტი ადამიანია დეპორტირებული თურქეთსა და საქართველოში
2025 წელს გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა თურქეთსა და საქართველოში.
როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში გერმანიიდან 17 651 ადამიანის დეპორტაცია მოხდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 14 706 იყო.
ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა დეპორტირებული იყო თურქეთში – 1614 ადამიანი, მეორე ადგილზეა საქართველო – 1379 პირი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ყოველი მეხუთე დეპორტირებული ბავშვი ან არასრულწლოვანი იყო.
ცნობისთვის, მიგრაციის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გერმანიაში რიგგარეშე საარჩევნო პერიოდში. არჩევნების შემდეგ კი გერმანიის მთავრობამ საზღვარზე კონტროლის გამკაცრების განკარგულება გასცა.
ოქტომბრის დასაწყისში კი ბუნდესტაგმა გააუქმა გერმანიის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმი.