გერმანული მედიის ცნობით, ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელობასთან თათბირს მართავს
გერმანული მედიის ცნობით, კანცლერი მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელობასთან თათბირს მართავს. ასევე იმართება „სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაც“, – ამის შესახებ გაზეთი „ბილდი“ იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, პარტიის პრეზიდიუმის სხდომა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ბერლინის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. პარალელურად იმართება „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდიუმის სხდომაც.
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მმართველ კოალიციაში „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ ერთად შედის.
საქსონია-ანჰალტის არჩევნებზე „სოციალ-დემოკრატებმა“ მხოლოდ 9,3% მიიღეს, რაც ამ რეგიონში პარტიისთვის ყველაზე დაბალი შედეგია.
ცნობისთვის, საქსონია-ანჰალტში არჩევნების შედეგად პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43,8% მიიღო, თუმცა პარლამენტში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.