გერმანული მედიის ცნობით, ბერლინი შეიარაღების მიწოდების თაობაზე უკრაინის მოთხოვნის იგნორირებას ახდენს
გერმანული მედიის ცნობით, ბერლინი შეიარაღების მიწოდების თაობაზე უკრაინის მოთხოვნის იგნორირებას ახდენს

გერმანული მედიის ცნობით, ბერლინი შეიარაღების მიწოდების თაობაზე უკრაინის მოთხოვნის იგნორირებას ახდენს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „დიე ველტი“ ავრცელებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბოლო ათი კვირის განმავლობაში უკრაინელმა დიპლომატებმა არაერთხელ წამოწიეს შეიარაღების მიწოდების საკითხი გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გერმანელი მაღალჩინოსნები მათ სურვილებს ინიშნავენ, თუმცა არაფერს აკეთებენ.

გამოცემის ცნობით, ანალოგიურად იქცევა გერმანიის ფედერალური მთავრობა, რომელიც „უკრაინის მოთხოვნებს თაროზე დებს“.

დიე ველტის“ ცნობით, ივნისიდან დაწყებული გერმანიის თავდაცვის სამინისტროში, თვეში ერთხელ იმართებოდა შეხვედრები, რომლებში გერმანელი მაღალჩინოსნები და მათ შორის მინისტრიც მონაწილეობდნენ. ამ შეხვედრებზე უკრაინული მხარე მუდმივად ითხოვდა იმ შეიარაღების მიწოდებას, რომელიც მანამდე მიიღო გერმანიისგან. საუბარია თვითმავალ საარტილერიო დანადგარებზე და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე.

უკრაინა ასევე ითხოვს, რომ გერმანულ კომპანიებს მისცენ ნებართვა, რათა უკრაინაში ტანკების და ჯავშანმანქანების ექსპორტი განახორციელოს. „დიე ველტის“ ცნობით, ჯერ კიდევ აპრილში უკრაინამ გერმანული კონცერნისგან 268 მილიონი ევროს ღირებულების ტექნიკის შესყიდვის წინადადება მიიღო, თუმცა გერმანიის კანცლერის აპარატიდან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

გამოცემის კითხვაზე საპასუხოდ გერმანიის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „უკრაინულ მხარესთან კონტაქტზე არიან, რათა საუკეთესო მხარდაჭერა მიაწოდონ რუს აგრესორსთან საბრძოლველად“. კონკრეტული დეტალები უწყებაში არ დაუსახელებიათ.