გერმანული მედია - უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და გერმანიის კანცლერის მრჩეველს შორის ცხარე კამათი გაიმართა
გერმანული მედია - უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და გერმანიის კანცლერის მრჩეველს შორის ცხარე კამათი გაიმართა

უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და გერმანიის კანცლერის მრჩეველს შორის ცხარე კამათი გაიმართა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

მათივე ცნობით, ლოიდ ოსტინსა და ვოლფგანგ შმიდტს შორის მკაცრი საუბარი რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე მოხდა. გერმანული მედიის ცნობით, ვაშინგტონი აღშფოთებულია გერმანიის პირობებით უკრაინისთვის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით. რამშტაინის შეხვედრაზე მოკავშირეებს შორის განსაკუთრებით მკაცრი იყო აშშ-ის მთავრობის ტონი. ოფიციალური პირების შეხვედრა დაძაბული იყო.

გერმანული მედია ასევე წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა შოლცის მრჩეველთან საუბარში ბერლინი მწვავედ გააკრიტიკა.