გერმანული მედია - საქართველოს სამი მოქალაქე გერმანიაში 31 000  ღერი სიგარეტის უკანონოდ შეტანას ცდილობდა
გერმანული მედია - საქართველოს სამი მოქალაქე გერმანიაში 31 000 ღერი სიგარეტის უკანონოდ შეტანას ცდილობდა

საქართველოს სამი მოქალაქე გერმანიაში 31 000 ღერი სიგარეტის უკანონოდ შეტანას ცდილობდა. ისინი დიუსელდორფში გააჩერეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, 24 და 58 წლის მამაკაცები, ასევე 38 წლის ქალი გერმანიაში საბერძნეთიდან ჩავიდნენ.

საბაჟოს ოფიცრების მიერ დამატებით შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანს ბარგში მხოლოდ სიგარეტი ჰქონდა.

ქალის ჩანთიდან 8 400, 24 წლის მამაკაცის ჩემოდნიდან 10 300 და 58 წლის მამაკაცის ბარგიდან 12 200 ღერი სიგარეტი ამოიღეს.

საქართველოს მოქალაქეებს სიგარეტის უკანონო იმპორტის მცდელობაში დასდეს ბრალი. მათ ჯარიმის სახით 5 500 ევროს გადახდა დაეკისრათ.