გერმანული მედია - ბერლინი ალექსანდრ ლუკაშენკოს „შავ სიაში“ შეყვანის წინააღმდეგია
ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირის „შავ სიაში“ არ მოხვდება, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტი“ წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბელარუსის ლიდერი სასანქციო ნუსხაში გერმანია გამოდის. ბერლინს ლუკაშნეკოსთან საკომუნიკაციო არხის შენარჩუნება სურს. გერმანიის მთავრობის პოზიციას მხარს უჭერენ საფრანგეთი და იტალია.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებასა და პოლონეთის მთავრობას.
ბელარუსის მაღალჩინოსნების სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდება, მომდევნო კვირას უნდა გამოქვეყნდეს.
შეგახსენებთ, ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროკავშირმა გასულ კვირას მიიღო. ბრიუსელში აცხადებენ, რომ სანქციები 9 აგვისტოს არჩევნების ფალსიფიცირებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მხილებულ პირებს დაუწესდებათ.