გერმანული მედია – „ბაიერნმა“ ნაგელსმანი გაუშვა, მას თომას ტუხელი შეცვლის #1TVSPORT

02:05, 24.03.2023

გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნმა“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი პოსტიდან დაითხოვა. სამწვრთნელო ცვლილება მიუნხენურ კლუბს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ ყველა გერმანულმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ მიუნხენურ გრანდში ნაგელსმანს თომას ტუხელი შეცვლის, ვინც „ბაიერნს“ უკვე მომავალ ტურში, „დორტმუნდთან“ მატჩში უხელმძღვანელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ კონტრაქტის ხელმოწერაღა დარჩა და „ბაიერნი“ ახალ მწვრთნელს ოფიციალურად წარადგენს.

მსგავსი