გერმანული გამოცემა - დრეზდენის „დინამოს“ გიორბელიძის ტრანსფერში 500 ათასი ევროს გადახდა მოუწევს #1TVSPORT
გერმანული გამოცემა - დრეზდენის „დინამოს“ გიორბელიძის ტრანსფერში 500 ათასი ევროს გადახდა მოუწევს #1TVSPORT

გამოცემა saechsische-ის ავტორი ამტკიცებს, რომ დრეზდენის „დინამოს“ საქართველოს ნაკრების და „ვოლფსბერგერის“ მარცხენა მცველის, გურამ გიორბელიძის კონტრაქტის გამოსყიდვა ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდება.

„საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი დრეზდენის „დინამოში“ ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერიდან“ ერთწლიანი იჯარით გადმოვიდა. პირობების შესახებ დუმილის მიუხედავად, Twitter-ზე გავრცელდა ცნობა, რომ „დინამო“ ავსტრიელებს საიჯარო გარიგებისთვის 150,000 ევროს გადაუხდის, ხოლო ტრანსფერის გამოსყიდვის შემთხვევაში – ნახევარ მილიონ ევროს“, – ამტკიცებს გამოცემა.

გიორბელიძე დრეზდენის „დინამოში“ იჯარით აგვისტოს დასაწყისში გადავიდა – თავდაპირველი შეთანხმებით მეორე ბუნდესლიგის გუნდში ქართველი მცველის 2022 წლის 30 ივნისამდე თამაშია გათვალისწინებული.

გიორბელიძემ დრეზდენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან ერთად ვარჯიში დღეს უნდა დაიწყოს.