გერმანული გამოცემა - ჩაკვეტაძეს თამაშის ხალისი დაუბრუნდა და „ჰამბურგის“ შემადგენლობაში მალე მოხვდება #1TVSPORT
გერმანული გამოცემა - ჩაკვეტაძეს თამაშის ხალისი დაუბრუნდა და „ჰამბურგის“ შემადგენლობაში მალე მოხვდება #1TVSPORT

ჩაკვეტაძე პირველად „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში მალე მოხვდება, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ჰამბურგ მორგენ პოსტი“ წერს.

„ათამაშებს თუ არა მალე ძირითადში ტიმ ვალტერი ჩაკვეტაძეს? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შეცდომა არ იქნება. დიახ, „გენტიდან“ იჯარით დამატებულ ფეხბურთელს ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, შესაძლებლობები 100 პროცენტით რომ აჩვენოს. ბოლო დროს გიორგი ძალიან ბედნიერია. მოქნილი თავდამსხმელის ბოლოდროინდელი მდგომარეობით მწვრთნელიც კმაყოფილია. ჩაკვეტაძემ „ჰამბურგში“ გადასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა და ახლა უკეთ და უკეთ გამოიყურება. გუნდს არ აქვს მიზეზი, რომ 22 წლის ფეხბურთელს სამომავლო გეგმები დაუკავშიროს, რადგან საიჯარო ხელშეკრულება ზაფხულში მთავრდება, „ჰამბურგს“ კი ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება არ აქვს. ამიტომ ხელმძღვანელები მას განიხილავენ ისეთ მოთამაშედ, რომელიც გუნდს დაუყოვნებლივ გააძლიერებს. ჩაკვეტაძეს ბელგიურ „რთულ პერიოდზე“ საუბარი აღარ სურს, სამაგიეროდ, წუთების გაზრდის სურვილი აქვს და მალე გუნდის ნომერ პირველი შემტევი უნდა გახდეს. რამდენი წუთიც უნდა მიიღოს, ჩაკი სათამაშოდ მზადაა და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ გუნდი ბუნდესლიგაში დაბრუნდება“, – წერს „ჰამბურგ მორგენ პოსტი“.

გამოცემა „ჰამბურგის“ მწვრთნელ ტიმ ვალტერის კომენტარს აქვეყნებს, რომლის თქმითაც, ქართველ შემტევს თამაშის ხალისი დაუბრუნდა. ის საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს სათამაშო დროს ყველა შეხვედრაში უზრდის, „ზანდჰაუზენთან“ სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში სრული ტაიმი ითამაშა და ლოგიკურია შეკითხვა, ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში როდის მოხვდება.

„მას დრო კიდევ სჭირდება, რადგან მოვიდა გუნდიდან, სადაც არც ისე ხშირად ათამაშებდნენ და არც ისეთი ბედნიერი იყო, როგორიც ჩვენთანაა. ბიჭი აშკარად გახარებულია და „გაიხსნა“. ვარჯიშებზე ჩაკვეტაძემ დამაფიქრა, რომ ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ჩვენთან კი ყველას, ვინც ვარჯიშობს, აქვს შანსი თავიდანვე ითამაშოს“, – განაცხადა ახალწვეულზე „ჰამბურგის“ მწვრთნელმა.