ჯერ წუთები, ახლა ტაიმი „ჰამბურგში“ - ჩაკვეტაძე გერმანიაში ფორმაში შედის #1TVSPORT
ჯერ წუთები, ახლა ტაიმი „ჰამბურგში“ - ჩაკვეტაძე გერმანიაში ფორმაში შედის #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგში“ ჩარიცხვის შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში ყველზე მეტი სათამაშო დრო მიიღო, ხოლო მისმა გუნდმა გასვლაზე მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო „ზანდჰაუზენთან“ 1:1 ითამაშა.

„ჰამბურგი“ მე-2 ბუნდესლიგის 23-ე ტურში კვირა „ზანდჰაუზენს“ ესტუმრა და დაძაბული შეხვედრა ფრედ დაასრულა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სრული ტაიმი ახალ გუნდში პირველად ითამაშა.

მასპინძლები მე-15 წუთზე პასკალ ტესტროეტმა დააწინაურა. „ჰამბურგი“ მთელი თამაში უპირატესობას ფლობდა და ეს შედეგში 59-ე წუთზე აისახა – მასპინძელთა კარი სონი კიტელმა აიღო და წონასწორობა აღადგინა. „ჰამბურგი“ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერია და აუტსაიდერთან ქულა არ აკმაყოფილებდა, ბევრს უტევდა, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ქულა მოიპოვა 1:1.

ჩაკვეტაძე მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და მეტოქის კარს პირველად 49-ე წუთზე შეუტია, მაგრამ 20-დე მეტრიდან მისი დარტყმული ბურთი მიზანს აცდა. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე „ზანდჰაუზენს“ კიდევ ერთხელ შეუტია. გიორგი მშვენიერი დრიბლინგით მასპინძელთა მცველს გაექცა და მეორე ტაიმში საუკეთესო შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. ამის მიუხედავად, გიორგი მატჩიდან მატჩამდე უკეთ გამოიყურება და ნელ-ნელა იბრუნებს იმ კონდიციებს, რომლითაც ქართველ გულშემატკივარს თავი შეაყვარა.

ქართველის გუნდი 41 ქულით მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ ბრემენისვერდერს“ კი ქულით ჩამორჩება. მაგრამ მესამე-მეოთხეადგილოსნები, „სტ. პაული“ (40) და „დარმშტადტი​“ (40) 23-ე ტურის მატჩს ხვალ ჩაატარებენ და მოგების შემთხვევაში „ჰამბურგს“ გადაასწრებენ.

შემდეგ ტურში კი ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან – 27 თებერვალს, 24-ე ტურში „ჰამბურგი“ საკუთარ სტადიონზე ბრემენისვერდერს“ უმასპინძლებს და გადასწრების რეალური შანსი გააჩნია.