გერმანიის ვიცე-კანცლერი აცხადებს, რომ ქვეყანას უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ბევრად ადრე უნდა აღმოეჩინა
გერმანიის ვიცე-კანცლერი აცხადებს, რომ ქვეყანას უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ბევრად ადრე უნდა აღმოეჩინა

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ბევრად ადრე უნდა აღმოეჩინა. გერმანულ მედიასთან საუბრისას ჰაბეკმა თქვა, რომ გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიცემა წლების წინ უნდა დაეწყო.

გერმანიის ვიცე-კანცლერის თქმით, გერმანია ახლა ეხმარება უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდებაში, მას შემდეგ, რაც მთავრობამ პირობა დადო, რომ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს ნატო-ს სამიზნე ნიშნულზე მისაღწევად, რომელიც მშპ-ს ორ პროცენტს შეადგენს.

„რა თქმა უნდა, უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით ბევრად ადრე უნდა დავხმარებოდით და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ დღეებზე ან კვირებზე, არამედ წლებზე“, – თქვა რობერტ ჰაბეკმა.