გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ ბრემენში კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარების ნებართვა არ გასცა
გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ ბრემენში კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარების ნებართვა არ გასცა

გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ ქალაქ ბრემენში „კოვიდ-19“-ის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარების ნებართვა არ გასცა. უმაღლესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დემონსტრაციების აკრძალვის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქალაქის ცენტრში დაახლოებით 20 000 ადამიანის შეკრება იგეგმებოდა. აქციის მონაწილეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაპროტესტება სურდათ.

გასულ თვეს, გერმანიის დედაქალაქში, კოვიდინფექციის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციაზე გერმანელმა სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მათი დაშლის მიზნით გამოიყენეს.

გერმანიაში დაწესებული კარანტინი 2021 წლის 10 იანვრამდე იმოქმედებს. ამჟამად, გერმანიაში მოქმედი შეზღუდვები მოქალაქეების შეკრებაზე, მოგზაურობაზე, კულტურულ ღონისძიებებსა და საკვებ ობიექტებზე ვრცელდება.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსის 1 153 556 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 18 517 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.