პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიიჩნევს, რომ გერმანიის მმართველმა კოალიციამ მოსკოვთან დიალოგის აღსადგენად ნაბიჯები უნდა გადადგას

17:17, 21.09.2026

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიიჩნევს, რომ მმართველმა კოალიციამ მოსკოვთან დიალოგის აღსადგენად ნაბიჯები უნდა გადადგას.

„სწორედ ეს არის სიგნალი, რომელსაც საქსონია-ანჰალტში, მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინში არჩევნების შედეგები ფედერალურ მთავრობას უგზავნის“, – განაცხადა AfD-ის თანათავმჯდომარემ, ტინო ჰრუპალამ პრესკონფერენციაზე „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტის შეკითხვის საპასუხოდ.

ჰრუპალას თქმით, სამ ფედერალურ მიწაზე არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ „მოქალაქეებს აქვთ უფლება, მოითხოვონ და სურთ განსხვავებული პოლიტიკა, კერძოდ, მშვიდობისა და დიპლომატიის პოლიტიკა“.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ გერმანიის ფედერალური კანცლერი ფრიდრიხ მერცი „საბოლოოდ გაემგზავროს მოსკოვში და იქ მოლაპარაკებები გამართოს, რათა შეწყდეს ესკალაცია და შეიარაღების გაძლიერება“.

ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში გაიმარჯვა. 20 სექტემბერს მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწის არჩევნებშიც AfD-მ კანცლერ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU) გადაუსწრო.

გერმანიის დედაქალაქში, რომელსაც ფედერალური მიწის სტატუსი აქვს, არჩევნებში მემარცხენე პარტიამ გაიმარჯვა.

მსგავსი