გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას მოუწოდა, უარი თქვას ტერიტორიულ დათმობებზე ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ
16.01.2023, Niedersachsen, Hannover: Boris Pistorius (SPD), Innenminister Niedersachsen, spricht bei einer Veranstaltung der Polizeihubschrauberstaffel Niedersachsen am Flughafen Hannover. Nach dem Rücktritt von Verteidigungsministerin Christine Lambrecht soll der niedersächsische Innenminister Boris Pistorius (SPD) ihr Nachfolger werden. Das erfuhr die Deutsche Presse-Agentur am Dienstag aus Regierungskreeisen. Zuvor hatten mehrere andere Medien darüber berichtet. Foto: Julian Stratenschulte/dpa +++ dpa-Bildfunk +++
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გააფრთხილა უკრაინა, რომ არ დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.
გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას პისტორიუსმა აღნიშნა, რომ კიევი „არ უნდა წავიდეს ისე შორს, როგორც ამას ამერიკის პრეზიდენტის წინადადება ითვალისწინებს“, რაც, მისი თქმით, „კაპიტულაციის“ ტოლფასი იქნება.
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უკრაინამ იცის, რომ ზავის მისაღწევად, შესაძლოა, ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა მოუწიოს.
„მაგრამ ისინი ნამდვილად არ წავლენ ისე შორს ან არ უნდა წავიდნენ ისე შორს, როგორც ამას ამერიკის პრეზიდენტის უახლესი წინადადება ითვალისწინებს. ერთი წლის წინ უკრაინას შეეძლო, დამოუკიდებლად მიეღო ის, რაც ამ წინადადებაშია, ეს კაპიტულაციის ტოლფასია“, – განაცხადა პისტორიუსმა.