გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ში ფეთქებადსაშიში სიტუაციაა შექმნილი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერის თქმით, აშშ-ში ფეთქებადსაშიში სიტუაციაა შექმნილი. გერმანელი მინისტრი ასე გამოეხმაურა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც მან არჩევნების შედეგების გასაჩივრება არ გამორიცხა.
როგორც გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ექსპერტებმა სწორი პროგნოზი გააკეთეს, როდესაც აშშ-ში საკონსტიტუციო კრიზისის საფრთხეზე მიუთითეს.
კარენბაუერის თქმით, „არჩევნების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ხმების დათვლა გრძელდება“.
შეგახსნებთ, რომ მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რადგან თვლის, რომ მერყევ შტატებში ფოსტით ხმის მიცემა თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.