გერმანიის თავდაცვის მინისტრი – უკრაინაში ომი პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ჩვენ ეს იმპულსი უნდა გამოვიყენოთ

18:18, 02.07.2026

უკრაინაში ომი პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ჩვენ ეს იმპულსი უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის ტემპის შენარჩუნება აუცილებელია. მან კომენტარი გააკეთა იმ ფონდის შექმნის გეგმებზე, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინისთვის დახმარების გაწევას ისახავს მიზნად და რომელშიც გერმანიისგან 12 მილიარდი ევროს შენატანია მოსალოდნელი.

„უკრაინაში ომი პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ჩვენ ეს იმპულსი უნდა გამოვიყენოთ. უკრაინას სჭირდება სახსრები შეიარაღების საწარმოებლად და რუსეთისგან თავის დასაცავად. მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ტემპი შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

მსგავსი