გერმანიის თავდაცვის მინისტრი – საფრანგეთს ნატო-ს ჩანაცვლება სურს, გერმანიას კი, ალიანსის გაძლიერება უნდა

13:06, 18.11.2019
BERLIN, GERMANY - NOVEMBER 13: Defense Minister: Annegret Kramp-Karrenbauer (CDU), arrives for the weekly government cabinet meeting on November 13, 2019 in Berlin, Germany. High on the morning's agenda was legislation to provide more funding for all-day child care. (Photo by Michele Tantussi/Getty Images)

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტს ნატო-ს ჩანაცვლება სურს, ხოლო გერმანია ალიანსის გაძლიერებას ემხრობა.

ამის შესახებ კარენბაუერმა გერმანულ გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„საფრანგეთი საუბრობს თავდაცვის სფეროში ევროპის თანამშრომლობის განმტკიცებაზე. პარიზი გულისხმობს სტრატეგიულ ავტონომიას. საფრანგეთს სურს ევროპული თანამშრომლობის გაძლიერება, რათა ჩაანაცვლოს ნატო“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, გერმანია ამ პოზიციას არ იზიარებს, თუმცა თავდაცვის სფეროში ევროპის ქვეყნების  თანამშრომლობის განმტკიცების წინააღმდეგი არ არის.

„ჩემი აზრით, ევროპული თავდაცვის გამტკიცება, ასევე გააძლიერებს ნატო-ს“, – ამბობს კრამპ-კარენბაუერი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიტანულ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნატო-ს ტვინი სიკვდილს განიცდის, ხოლო ევროპას საკუთარი სამხედრო ძალები უნდა ჰყავდეს“.

მსგავსი