გერმანიის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნას სთავაზობს
Mandatory Credit: Photo by FILIP SINGER/EPA-EFE/REX (10338037a) (FILE) Christian Democratic Union (CDU) party chairwoman Annegret Kramp-Karrenbauer speaks during a press conference at the party headquarters in Berlin, Germany, 03 June 2019 (reissued 16 July 2019). According to media reports, Annegret Kramp-Karrenbauer will become new German Defence Minister replacing von der Leyen. Annegret Kramp-Karrenbauer to become new German Defence Minister, Berlin, Germany - 03 Jun 2019
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნას სთავაზობს. სააგენტო „დიფიეისთან“ ინტერვიუში ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა თქვა, რომ სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის სასაზღვრო ზონაში ვითარებაზე კონტროლი საერთაშორისო ძალებმა უნდა აიღონ, რომელშიც რუსეთი და თურქეთიც იქნებიან ჩართული.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სირიაში არსებული ვითარება ევროპის და მათ შორის გერმანიის ინტერესებზე უსაფრთხოების კუთხით უარყოფითად აისახება.
„აქამდე ბერლინისა და ბრიუსელის მოქმედება საკმაოდ პასიური იყო, ამიტომ გერმანიის იმპულსს და პოლიტიკურ ინიციატივას აქვს აზრი. საერთაშორისო ძალების ამოცანა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის გაგრძელება და სირიის საკონსტიტუციო პროცესის მხარდაჭერა უნდა იყოს“, – აღნიშნა კარენბაუერმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ წინადადება უკვე შეათანხმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან და ინიციატივა ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს, ბრიუსელში, 24-25 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე წარედგინებათ.