გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

11:22, 11.05.2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

მინისტრი გეგმავს, განიხილოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი, კერძოდ, უკრაინასთან ერთად შეიარაღების ახალი სისტემის შექმნა. მისი თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაა.

„გერმანია და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამ თანამშრომლობიდან სარგებელს ორივე ნახავს. ყურადღება ეთმობა თანამედროვე უპილოტო სისტემების მთელი დიაპაზონის ერთობლივად განვითარებას. სწორედ ასე გაძლიერდება ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

მსგავსი