მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად ბუნდესვერის შესაძლებლობები თითქმის ამოწურულია
მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად ბუნდესვერის შესაძლებლობები თითქმის ამოწურულია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად, ბუნდესვერის შესაძლებლობები თითქმის ამოწურულია. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ბუნდესვერის მარაგებიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეუძლებელი გახდება.

„უნდა ვაღიარო, როგორც თავდაცვის მინისტრმა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით იმ ზედა ზღვარს, რისი გაცემაც ბუნდესვერიდან შეგვიძლია“, – აღნიშნა ლამბრეხტმა.

მისივე თქმით, ბუნდესვერს უნდა ჰქონდეს ეროვნული და ნატო-ს თავდაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და როგორც თავდაცვის მინისტრმა, უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ასე გაგრძელდეს.