გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია ავღანეთიდან სამხედროებს აშშ-ის პარალელურად გაიყვანს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია ავღანეთიდან სამხედროებს აშშ-ის პარალელურად გაიყვანს

გერმანია ავღანეთიდან სამხედროებს აშშ-სთან სინქრონულად გაიყვანს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გააკეთა.

მისივე თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას ნატო უახლოეს ხანში გამოაცხადებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის თარიღად 2021 წელის 11 სექტემბრის დასახლებას აპირებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნატო-ს თავდაცვის მინისტრების ონლაინშეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება. მას ნატო-ს გენერალური მდივანი და აშშ-ის თავდაცვის მდივანიც დაესწრებიან.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთად შევდიოდით ავღანეთში და ერთად გამოვალთ. მხარს ვუჭერ გეგმით განსაზღვრულ გამოსვლას და ველოდები ნატო-ს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

გერმანიას ავღანეთში ამჟამად 1000 ჯარისკაცი ჰყავს.