გერმანიის თავდაცვის მინისტრი - 2031 წლისთვის გერმანია მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვის სფეროს მოახმარს
2031 წლისთვის გერმანია მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვის სფეროს მოახმარს, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განცხადება ნატო-ს გენერალურ მდივანთან დახურულ შეხვედრაზე გააკეთა.
2014 წელს ვარშავის სამიტზე, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩატარდა, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2024 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე უნდა გაზარდონ. დღესდღეობით ნატო-ს შვიდი ქვეყანა უკვე ასრულებს ამ პირობას. ეს ქვეყნებია: აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას ქვეყანაში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა. მაიკ პომპეო გერმანიის გადაწყვეტილებას მიესალმება.