გერმანიის თასის ნახევარფინალები გადატანილია, ბუნდესლიგაში პაუზა 30 აპრილამდე უნდა გაგრძელდეს

10:00, 28.03.2020

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB)  კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის თასის ნახევარფინალების გადადების შესახებ გამოაცხადა. ახალი თარიღები ჯერ ცნობილი არ არის.

ასევე DFB-ის აღმასკომმა რეკომენდაცია მისცა ბუნდესლიგის ხელმძღვანელობას – მინიმუმ 30 აპრილამდე გააგრძელოს პაუზა ქვეყნის ჩემპიონატში.

გერმანიის თასის ნახევარფინალში „ბაიერნი“ „აინტრახტს“ უნდა შეხვდეს, „ლევერკუზენი“ – „ზაარბრიუკენს“. მატჩები 21 და 22 აპრილს უნდა გამართულიყო.

მსგავსი