გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვენ

13:30, 27.05.2025
05.11.2024, Berlin: Rolf Mützenich, Vorsitzender der SPD-Bundestagsfraktion, gibt ein Pressestatement zu Beginn der Sitzung der Bundestagsfraktion. (zu dpa: «SPD will Lindner-Papier nicht als Gesprächsbasis») Foto: Kay Nietfeld/dpa +++ dpa-Bildfunk +++

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ „შპიგელი“ ავრცელებს.

პარტიის ლიდერების თქმით, ფედერალურმა მთავრობამ დეტალურად უნდა განიხილოს ეს საკითხი პარლამენტთან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ფედერალური უსაფრთხოების საბჭო მიიღებს.

როგორც პოლიტიკოსები აღნიშნავენ, გერმანული იარაღი არ უნდა გამოიყენებოდეს ჰუმანიტარული კატასტროფების გავრცელებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის.

ამასთან, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია, რომელიც ღაზის სექტორში გრძელდება, არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.

მსგავსი