გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გერმანია მზად არის, რუსი დეზერტირები მიიღოს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გერმანია მზად არის, რუსი დეზერტირები მიიღოს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გერმანია მზად არის, რუსი დეზერტირები მიიღოს, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაზერმა განაცხადა.

„დეზერტირებს, რომლებსაც სერიოზული რეპრესიები ემუქრებათ, როგორც წესი, შეუძლიათ საერთაშორისო დაცვა გერმანიაში მიიღონ. ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და ამით დიდ საფრთხეში აღმოჩნდება, შეუძლია, თავშესაფარი მოითხოვოს პოლიტიკური დევნის მოტივით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერიდან გამოაცხადა.