გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი - რუსეთის დაზვერვა ისეთივე აქტიურია გერმანიაში, როგორც „ცივი ომის“ პერიოდში იყო
რუსეთის დაზვერვა ისეთივე აქტიურია გერმანიაში, როგორც „ცივი ომის“ პერიოდში იყო, – ამის შესახებ გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა განაცხადა.
გერმანიის სპეცსამსახურის უფროსის ინფორმაციით, კრემლს აქვს ძალიან კომპლექსური სადაზვერვო ინტერესი გერმანიის მიმართ პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში. თომას ჰალდენვაგენის განცხადებით, რუსეთი აგენტებს იყენებდა, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთა შორის კონტაქტი დაემყარებინა.
გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოსკოვის მეთოდები უხეში, ხოლო საშუალებები უფრო სასტიკი ხდება და ერთ-ერთ მაგალითად 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაასახელა. გერმანიის სპეცსამსახურები ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთს სდებენ ბრალს.