გერმანიის შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე გრენლანდიიდან გერმანიაში ბრუნდება
გერმანიის შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე გრენლანდიიდან გერმანიაში ბრუნდება.
„სადაზვერვო მისია წარმატებით ჩატარდა და ყველა კმაყოფილია. ახლა შეფასება უკვე გერმანიაში მოხდება“, – განაცხადა ბუნდესვერის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა. მისი თქმით, მისია არ შეწყვეტილა და „სადაზვერვო ამოცანები ბრძანების შესაბამისად სრულად შესრულდა“.
სამხედროები უკან ბრუნდებიან რეიკიავიკისა და კოპენჰაგენის გავლით. ისინი გრენლანდიაში 16 იანვარს გააგზავნეს. წვრთნებში მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნების სამხედროებიც.
ბერლინში განმარტავენ, რომ მისიის მიზანი იყო გრენლანდიის უსაფრთხოების გაძლიერების გზების შესწავლა შესაძლო საფრთხეების ფონზე, მათ შორის რუსეთის მხრიდან.
„წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო აშშ, თუმცა ვაშინგტონმა უარი თქვა“, – განაცხადეს ოპერატიულ სარდლობაში.
ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც გრენლანდიაში სამხედრო მისია ჩაატარეს.