გერმანიის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე სოციალ-დემოკრატები 25.7 პროცენტით იმარჯვებენ
გერმანიის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე სოციალ-დემოკრატები 25.7 პროცენტით იმარჯვებენ

გერმანიის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე სოციალ-დემოკრატები 25.7 პროცენტით იმარჯვებენ.

გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსს 24.1 პროცენტი აქვს.

განახლებული მონაცემებით, მესამე ადგილზეა გარემოს დამცველი მწვანეების პარტია, რომელსაც 14.8-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. 11.5 პროცენტი აქვს ბიზნესის მხარდამჭერ თავისუფალ დემოკრატებს, მეხუთე ადგილს კი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იკავებს 10.5 პროცენტით.

არსებული მონაცემებით, გერმანიის ბუნდესტაგში ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: სოციალ-დემოკრატები – 206 ადგილი; მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსი – 196 ადგილი, მწვანეები – 118 ადგილი; თავისუფალი დემოკრატები – 92 ადგილი; „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 83 ადგილი; სოციალისტი მემარცხენეები – 39 ადგილი.