გერმანიის სამხრეთ ნაწილში დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი

18:51, 28.02.2020

გერმანიის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი.

უამინდობაა რაინლანდ-პფალცის, ასევე ბადენ-ვიურტემბერგის მიწაში. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გაუქმდა რამდენიმე სარკინიგზო რეისი.

მსგავსი