გერმანიის საკონსტიტუციო დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ანტისემიტური დანაშაულებების ზრდით

01:14, 28.10.2023

გერმანიის საკონსტიტუციო დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი თომას ჰალდენვანგი აცხადებს, რომ ის შეშფოთებულია ანტისემიტური დანაშაულებების ზრდით. ამის შესახებ მან ჟურნალ Spiegel-ს განუცხადა.

ჰალდენვანგი ანტისემიტურ განწყობებს „გერმანიის ისტორიაში ყველაზე უარეს პერიოდს“ ადარებს.

„ანტისემიტური დანაშაულის მაჩვენებლები დიდი ხანია, ძალიან მაღალია, მაგრამ ბოლოდროინდელი ზრდა არის გარდამტეხი წერტილი“, – თქვა გერმანიის საკონსტიტუციო დაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ჰალდენვანგი შიშობს, რომ ანტისემიტიზმის ახალი ტალღა დიდხანს გაგრძელდება.

მსგავსი